05 აგვ 2020
ეროვნული სკრინინგ ცენტრის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა ბათუმში. სამი დღის განმავლობაში მედიკოსებმა ბათუმის სამედიცინო ცენტრში მოსახლეობისთვის ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები ჩაატარეს. აქციის მიზანი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ადრეული დიაგნოსტიკაა.