04 აგვ 2020
ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალს ეძებენ. თვითმხილველების თქმით, ის გუშინ ცოტნე დადიანის ხიდის მოაჯირიდან მდინარეში გადახტა.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში ჩართულია 14 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის 2 მყვინთავი. ორი ნავი და ერთი ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენს.