შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან

04 აგვ 2020

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.  მხარეებმა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის განვითარების კონცეფციაზე ისაუბრეს.

UNDP-ის მხარდაჭერით, ცენტრის თანამშრომლებს ჩაუტარდებათ გადამზადების კურსები მომხმარებელთან ურთიერთობის, ემოციების მართვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდების საკითხებზე.