აჭარაში მომდევნო დღეები უნალექო და ცხელი იქნება 

04 აგვ 2020

უახლოეს დღეებში აჭარაში უნალექო და ცხელი ამინდი შენარჩუნდება. ტემპერატურა, როგორც სანაპირო ზოლში, ასევე მთაში +27,+ 29 გრადუსი იქნება.

პერიოდულად იქროლებს დასავლეთის სუსტი ქარი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია, მზის ულტრაიისფერი გამოსხივება კი ინდექსით 9 იქნება. მზის პირდაპირი ზემოქმედების დროს აუცილებელია დამცავი საშუალებების გამოყენება.