საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საქმიანობის შეფასება - გამჭვირვალობის კვლევა

03 აგვ 2020

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც ირკვევა,  რომ პარლამენტის 21 დეპუტატს   2019 წელს სიტყვით საერთოდ არ უსარგებლია. მათ შორის არიან არჩილ ხაბაძე და მუხრან ვახტანგაძე.  

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, დეპუტატების უმრავლესობა, რომლებსაც საპარლამენტო ტრიბუნა ერთხელაც არ გამოუყენებია, „ქართული ოცნების“  დეპუტატები არიან.   

ანგარიშში, ასევე, საუბარია, რომ 2019 წელს დეპუტატების მიერ საპატიო მიზეზით პლენარული სხდომების გაცდენის 1 200 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შემცირებული მაჩვენებელია.