ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე სილამაზის სალონი გაქურდეს

02 აგვ 2020

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე სილამაზის სალონი გაქურდეს. ადგილზე მისულ თანამშრომლებს სალონის კარი დაზიანებული დახვდათ. 

როგორც მაღაზიის მეპატრონე აცხადებს, წაღებულია მხოლოდ, მცირედი თანხა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.