14 წლის მოზარდზე ძალადობისთვის ბიძა და ბაბუა დააკავეს

02 აგვ 2020

ბიძა და ბაბუა  14 წლის მოზარდზე გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ.პოლიციამ ორივე თბილისში დააკავა.

ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.