ელენე კილაძის პირველი წიგნის პრეზენტაცია

01 აგვ 2020

ღია სივრცეში ახალგაზრდა დებიუტანტი პოეტის 18 წლის  ელენე კილაძის პირველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. პოეტმა  „სტამბოლი“, „მზის სინოპტიკა“, „პედრიტო და სხვა მრავალ ლექსს ერთ პატარა კრებულში სახელწოდებით„თეთრი ღამის სიზმრები“- მოუყარა თავი.

წიგნი გამომცემლობა „ტრიკვეტრამ“ გამოსცა, ღონისძიება კი მწერალთა სახლის ორგანიზებით ჩატარდა. ცნობილია, რომ ყოველ პარასკევს ღია სივრცეში მწერალთა სახლის მიმდებარედ წიგნების პრეზენტაციები გაიმართება.