ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა

30 ივლ 2020

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. როგორც იცით ოჯახი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს, რომელიც 23 წლის პროგრამისტის გარდაცავლების საქმეს იძიებდა - უნდობლობას უცხადებდა.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო თავდაპირველად, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.