თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა

29 ივლ 2020

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

ბაჩალიაშვილის საქმეს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი იძიებდა.

საქმეზე გამოძიება ორი მუხლით - თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.