სოფელ ჟონეთთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

29 ივლ 2020

უხვი ნალექის შედეგად ადიდებულია მდინარე რიონი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ17 მონაკვეთზე (სოფ.ჟონეთი) უხვი ნალექის შედეგად, სავალ ნაწილზე გადმოსულია მდინარე რიონი, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

 

ფოტო:არქივი