ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისთვის კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მიეცა

28 ივლ 2020

ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენების გზით, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ - ერთი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მიეცა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის დაკვეთით განახორციელა საბავშვო ბაღის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდა რეალურად შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 7 303 ლარს.