იქნება თუ არა ეპიდემიის მეორე ტალღა

27 ივლ 2020

კორონავირუსისი ეპიცენტრმა გარდაბანში გადაინაცვლა, სოფელ ყარაჯალარში, მოსახლეობის  ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს, ძალოვანი უწყებები კი ბლოკპოსტებს აკონტროლებენ. ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 1137 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, აქედან 922 უკვე გამოჯანმრთელდა. კოვიდ-ის მზარდ სტატისტიკას უცხოეთიდან შემოსულ მოქალაქეთა რიცხვის მატებასაც უკავშირებენ.  საკარანტინე ზონიდანაა ის პაციენტი, რომელსაც კოვიდ-19 ბათუმში დღეს დაუდგინდა.თუმცა მედიკოსები თვლიან რომ სიტუაცია მართვადია