პოლიციელი არასრულწლოვანს შეეჯახა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა 

27 ივლ 2020

პოლიციელი, რომელიც არასრულწლოვანს დაეჯახა, დაკავებულია. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობდა.

სოფელ არაგვისპირთან კი ქვეითად მოსიარულე, არასრულწლოვანს შეეჯახა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა“.

დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.