ვინ ისარგებლებს გადასატანი ყუთით?

05 ოქტ 2016

გადასატანი ყუთებით სარგებლობის მსურველთა რაოდენობა ხულოსა და ხელვაჩაურის ოლქებში დადგენილზე  მეტია. ხულოს ოლქში 84, ხელვაჩაურის ოლქში კი 73- მდე განაცხადია შესული. იმ ოლქებში, სადაც გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლის რაოდენობა, საერთო რაოდენობის 3 პროცენტს აღემატება, სიების დამატებასთან დაკავშირებით, კომისია გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.