მე-12 ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

25 ივლ 2020

მე-12 ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში სრულად დაბრუნდა . საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ბოლო ნაკადი ავღანეთიდან საქართველოში გვიან ღამით ჩამოვიდა. ამით ქვედანაყოფის როტაცია სრულად დასრულდა.

ქართველი მშვიდობისმყოფელები ორკვირიან კარანტინს გაივლიან და შემდეგ დაუბრუნდებიან ქვედანაყოფს.