სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოებში 80-მდე მეხანძრე - მაშველია ჩართული

25 ივლ 2020

სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოებში 80-მდე მეხანძრე - მაშველია ჩართული. ტერიტორიის მონიტორინგი დრონების საშუალებით ხორციელდება.

13 წლის მოზარდს სვანეთის გარდა, შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც ეძებენ.

როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, ოჯახის ინფორმაციით, 13 წლის მოზარდი სახლიდან ველოსიპედით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

შეგახსენებთ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში 13 წლის მოზარდის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შევიდა.