სპეცოპერაცია ავტომაგისტრალზე

24 ივლ 2020

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და ერთ-ერთი ავტომობილის ჩხრეკა მიმდინარეობს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამატებით ინფორმაციას ამ დრომდე ველოდებით. ვიდეომასალა ინფო-რუსთავმა გაავრცელა.