ცვლილება საარჩევნო კანონში – ხმაური უმაღლეს საბჭოში

24 ივლ 2020

რამდენიმე წუთში გახდება იმ სამი კანდიდატის ვინაობა ცნობილი, რომლებიც  აჭარის საარჩევნო კომისიის ახალი წევრები  გახდებიან. არჩევანი დეპუტატებმა 6 კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  თორნიკე რიჟვაძემ შეარჩია.

ამ წუთებში კი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს აჭარის უმაღლესი საბჭოს  არჩევის  შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა.