ახალი შემთხვევებიდან 8 ლილოს ბაზრობას უკავშირდება, ერთი სამედიცინო პერსონალია, სამის წყარო კი უცნობია - ეზუგბაია

24 ივლ 2020

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, 19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობას უკავშირდება, 5 გაჩიანიდან არის, ორი იმპორტირებულია, ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია. მარინა ეზუგბაიას თქმით, სამ შემთხვევაში ინფიცირების წყაროს უცნობია და მოკვლევა მიმდინარეობს.

„8 შემთხვევა არის ლილოს ბაზრობიდან, 5 გაჩიანიდან, 2 შემთხვევა იმპორტირებულია, აქედან  ერთ-ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ერთი სამედიცინო პერსონალია და სამ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა“,- განაცხადა ეზუგბაიამ

კოვიდცენტრებში 214 პაციენტი მკურნალობს.

დღეს, 24 ივლისს, საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.