პარიზი - თბილისის რეისით საქართველოში 176 ადამიანი დაბრუნდა

23 ივლ 2020

სპეციალური რეისით პარიზი-თბილისი სამშობლოში 176 ადამიანი დაბრუნდა. მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.