მესტიაში გაუჩინარებულ 13 წლის ბიჭს მეექვსე დღეა ეძებენ

23 ივლ 2020

ამ დრომდე ეძებენ მესტიაში 13 წლის მოზარდს. პროცესში ჩართული არიან მაშველები. ილია ფილფანი სახლიდან შაბათს დილით, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

ოჯახს მომხდართან დაკავშირებით ვერსიები არ აქვს. მოზარდს სპეციალური ტექნიკით, მათ შორის, დრონების საშუალებითაც ეძებენ.