ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერი დააკავეს

22 ივლ 2020

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამოქმედო ტერიტორიაზე - სატყეო უბანში მიწის ნაყოფიერი ფენის მოპოვების სანაცვლოდ, ერთ-ერთ პირს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 750 ლარი, რა დროსაც იგი დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.