მორიგი როტაცია ავღანეთის სამშვიდობო მისიაში

21 ივლ 2020

ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მორიგი როტაცია განხორციელდა. ამჯერად ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესასრულებლად აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრები ასეული გაემგზავრა. ქვედანაყოფი მისიას 7 თვის განმავლობაში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს და მისი მთავარი ამოცანა სწრაფი რეაგირების ამოცანების განხორციელება იქნება.