ქობულეთის ''შუქურამ'' ეროვნულ ლიგა 2-ში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო

20 ივლ 2020

საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ლიგა ორში მეოთხე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ლიდერმა ქობულეთის ‘’შუქურამ’’ მეოთხე მატჩი მოიგო. ამჯერად ქობულეთლებმა გასვლაზე თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე დუშეთის ‘’არაგვი’’ 2:1 დაამარცხეს.

მე-18 წუთზე კომახიძემ საგოლე გადაცემა გააკეთა გოლი კი ჟეფერსონ ჟერალდომ გაიტანა. 31-ე წუთზე ჟერალდომ დუბლი გაიფორმა. ბრაზილიელმა ამჯერად თერთმეტრმეტრიანი ზუსტად შეასრულა. 82-ე წუთზე ლაშა ლეჟავამ ერთი ბურთი გაქვითა , თუმცა ‘’არაგვმა’’ მატჩის გადარცენა ვერ მოახერხა.

დღის მეორე მატჩში ‘’გაგრამ’’ გასვლაზე ‘’რუსთავი’’ დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. 4 ტურის შემდეგ ‘’შუქურა’’ გათამაშებას უდანაკარგოდ 12 ქულით ლიდერობს.

ხვალ ეროვნულ ლიგა 2 ში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. ‘’შევარდენი’’ მარტვილის ‘’მერანს’’ მიიღებს , ბოლნისის ‘’სიონი’’ თბილისის ‘’ვიტ ჯორჯიას’’ უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.