დაავადებათა კონტროლის ცენტრს ტოქსიკური მეტალების საკვლევი მოწყობილობა გადაეცა

20 ივლ 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ტყვიის წყაროების შესწავლის მიზნით, ტოქსიკური მეტალების საკვლევი ლაბორატორიული მოწყობილობა გადაეცა. ატომური აბზორფციული სპექტრომეტრი იუესაიდის  და ესტონეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, გაერო-ს ბავშვთა ფონდმა შეიძინა.  

 ატომურ აბზორფციული სპექტრომეტრი – ლაბორატორიული დანადგარია, რომელიც სისხლში ტოქსიკური მეტალების შემცველობის განსასაზღვრად  გამოიყენება.