7 დასახელების რძის პროდუქტში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა

20 ივლ 2020

რძესა და რძის ნაწარმში ცხიმის შემცველობის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 7 შემთხვევაში გამოვლინდა დარღვევა - პროდუქტები რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დარღვევა გამოვლინდა შემდეგ პროდუქტებში:

მაწონი ,,რანინა“ - დამზ. თარიღი 15.06.20; ვარგ. ვადა 03.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა“);

არაჟანი ,,რანინა“ - დამზ.თარიღი 15.06.20; ვარგ. ვადა 05.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა“)

არაჟანი ,,მილკო“ - დამზ.თარიღი 18.06.20; ვარგ. ვადა 04.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა“);

რძე ,,მალკო 2.5% - დამზ.თარიღი 27.06.20; ვარგ. ვადა 03.07.20 (მწარმოებელი შპს,,რესპუბლიკა“)

კარაქი ნაღების 82.5%,,რანინა“ - დამზ.თარიღი 06.05.20; ვარგ. ვადა 06.08.2020 (მწარმოებელი შპს,,რესპუბლიკა“);

არაჟანი ,,ქობულეთური 25%“ - დამზ.თარიღი 24.06.2020; ვარგ. ვადა 07.07.20 (მწარმ. შპს,,მემა კომპანი“)

„ყველი ქართული“ - დამზ.თარიღი 10.06.2020; ვარგ. ვადა - 10.08.20 (მწარმეობელი ი/მ,,სურენ კირაკოსიანი“).

გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  ბიზნესოპერატორები დააჯარიმა და მათ სურსათის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვა დაავალა. აგრეთვე, საწარმოებში განხორციელდა არაგეგმური ინსპექტირება.