საქართველოში კორონავირუსით მეთექვსმეტე პაციენტი გარდაიცვალა

20 ივლ 2020

საქართველოში კორონავირუსით მეთექვსმეტე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დაადასტურა.

პაციენტი 70 წელს გადაცილებული მამაკაცი იყო.

​''რამდენიმე წუთის წინ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მეთექვსმეტე პაციენტი დაგვეღუპა. არის მამაკაცი 70 წელს გადაცილებული. კლინიკას ვერ გეტყვით'' - უთხრა ჟურნალისტებს გამყრელიძემ. 

ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.