სნეულებებიც ცოდვების გამოა - პატრიარქის თანამოსაყდრე

19 ივლ 2020

''სნეულებებიც ცოდვების გამოა, როგორც გაკვეთილი, მწარე წამალი, საიდანაც უნდა გამოვიტანოთ დასკვნები“, - ამის შესახებ საკვირაო ქადაგებისას პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ განაცხადა. მისი თქმით, აღსარების მარტო გარეგნული თქმა არაფერს ნიშნავს.

პატრიარქის თანამოსაყდრემ საკვირაო ქადაგებაზე სიყვარულის მნიშვნელობის შესახებ გაამახვილა ყურადღება.