პარტნიორების მოწოდება საქართველოს

04 ოქტ 2016

საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ძალადობრივ ქმედებებს გმობს და ყველა პოლიტიკურ ძალას ძალადობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს შეერთებული შტატების საელჩო. ციტატა: “წყნარი და მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო უმნიშვნელოვანესი პირობაა, რათა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ შეძლოს, გამოხატოს თავისი ნება” - წერია განცხადებაში.