ქართველი  მებრძოლის  წარმატება

19 ივლ 2020

ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC -ში დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა  და 25 წლის დაღესტანელი მეტოქე ხადის იბრაგიმოვი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

32 წლის რომან დოლიძისათვის ეს კარიერაში მე-7 ბრძოლა და მე-7 გამარჯვება იყო. მძიმეწონოსანმა მებრძოლმა ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის კარი დამაჯერებელი გამარჯვებით შეაღო.