გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ანა გაბეჩავას გამოკითხვა მიმდინარეობს

18 ივლ 2020

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე გამოკითხვები მიმდინარეობს. ამ დროისთვის უწყებაში იმყოფებიან გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, წვეულების ორგანიზატორი ანა გაბეჩავა და ერთ-ერთი არასრულწლოვანი. მათ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

გაბეჩავა უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა. ის შსს-ში განმეორებით გამოკითხვაზე იმყოფება.

,,გამოძიებიდან გამომდინარე დაბარებული ვართ დამატებით გამოკითხვაზე, თუ რა კითხვები ექნებათ, რომ შევალთ გავიგებთ. გამოძიებას ახალი ინფორმაციას ვერ მივაწვდით, თუმცა რა კითხვები აქვთ ჩვენთვის უცნობია'' - უთხრა ჟურნალისტებს გაბეჩავას ადვოკატმა. 

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.