ავარია, ხანძარი ჩაქვის გვირაბთან

17 ივლ 2020

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი - ჩაქვის გვირაბთან. მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის ინფორმაციით, კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მეხანძრე - მაშველები და სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. რამდენიმე წუთით გზაზე შეფერხებული იყო მოძრაობა. 

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევით დაიწყო.