მაშველებმა ბათუმში გაუჩინარებული არასრულწლოვნის ცხედარი ზღვაში იპოვეს

17 ივლ 2020

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, ბათუმში გაუჩინარებული არასრულწლოვნის ცხედარი ზღვაში იპოვეს.

საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 30-მდე მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი. 
ადგილზე მუშაობდა 2 სკუტერი და 2 ნავი. მობილიზებული იყო დრონი. ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა წყლის ფსკერის დათვალიერება.

არასრულწლოვნის 16 ივლისს გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, როგორც წლის ზედაპირზე, ასევე წყალში.