აჭარაში ჩატარებული 910 კვლევის შედეგი კორონავირუსზე უარყოფითია 

17 ივლ 2020

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკებში  კორონავირუსზე  ჩატარებული 910 ტესტის შედეგი  უარყოფითია. 

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 44 პირის ანალიზის   პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულ 7 პაციენტს მკურნალობენ.

ჯამში, აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი  30 537 პირს  ჩაუტარდა. 

დღეს არსებული მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 2 147 პირი. კარანტინი კი 10 858-მა ადამიანმა დატოვა.