17 ივლ 2020
ეროვნული უმცირესობებიდან ახალგაზრდების მეტი ჩართულობა სახელმწიფო პროგრამებში და სახელმწიფო ენის ფლობის პრობლემა - ეს გამოწვევები უნდა აისახოს ახალ სტრატეგიაში. 2021 – 2024 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტზე სამთავრობო კომისიის გაფართოებულ სხდომაზე მსჯელობენ.
სამოქმედო გეგმაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მუშაობს, პროცესში ჩართულია სახალხო დამცველის, ეთნიკური უმცირესობებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.