სეტყვის შედეგად დაზარალებული 1276 ოჯახი დახმარებას მიიღებს

17 ივლ 2020

აჭარის მთავრობა რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სეტყვის შედეგად დაზარალებულ 1276 ოჯახს 638 ათას  681 ლარს გამოუყოფს. ფინანსური დახმარება მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მოსული სეტყვის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე გაიცემა.

გადაწყვეტილება სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს.