უქმეები აჭარაში უმეტესად უნალექო იქნება

17 ივლ 2020

უქმე დღეებში აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა კი როგორც სანაპირო, ასევე მთიან ზონაში +25, +30 გრადუსი იქნება.

ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსი, ღელვა 0.5 - 1 ბალი.

მზის ულტრაიისფერი გამოსხივება ინდექსით 8 იქნება, გასარუჯად კარგი.