როგორ ჩავატაროთ ღონსძიება უსაფრთხოდ დახურულ სივრცეში? - სემინარი

16 ივლ 2020

როგორ ჩავატაროთ ღონისძიება უსაფრთხოდ დახურულ სივრცეში - ამ თემაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საკონვენციო ბიუროსთან ერთად ბათუმში სემინარს მართავს. ადმინისტრაციის წარმომადგენლები ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს  კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან  დაკავშირებით  დადგენილ წესებს აცნობენ.

 საუბარია სველი წერტილების სათანადო მოწყობაზე, თერმოსკრინინგსა და  ღონისძიებების ჩატარების ფორმატზე.