გაეროს ბავშვთა ფონდი ე.წ. „ოცნების ქალაქის“ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩაერთვება

16 ივლ 2020

გაეროს ბავშვთა ფონდი ჩაერთვება ე.წ. „ოცნების ქალაქის“  სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც განიხილავს კრიტერიუმებს მოქალაქეების დაკმაყოფილების მიზნით. ამის შესახებ   Unicef-ის წარმომადგენლისა და  აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შეხვედრისას ისაუბრეს.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს Unicef-ის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები.