04 ოქტ 2016
საქართველოს პრეზიდენტი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებას ტერაქტად აფასებს და სასწრაფო გამოძიებას ითხოვს. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მომხდარი არის კრიმინალის შეტევა ნორმალურ პოლიტიკურ და დემოკრატიულ პროცესების წინააღდეგ. გიორგი მარგველაშვილი სამართალდამცველ უწყებას ფაქტის დროული გამოძიებისკენ, საზოგადოებას კი კრიმინალთან ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს.