მდინარე ჯუმში დაკარგული 15 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

15 ივლ 2020

მაშველებმა დარჩელში, მდინარე ჯუმში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. 

ორდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა ცხედარი გაუჩინარების ადგილიდან 3 კმ-ში აღმოაჩინეს.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო დრონი და სამი ერთეული მცურავი საშუალება. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა ექოლოტის საშუალებით. ადგილზე შექმნილი იყო სამუშაო შტაბი.

დაკარგული არასრულწლოვნის შესახებ შეტყობინება 13 ივლისს შემოვიდა.