მოახლოებული ივლისის ბაშო მაყურებლების თანდასწრებით ჩატარდება

14 ივლ 2020

მოახლოებული ივლისის ბაშო მაყურებლების თანდასწრებით ჩატარდება. ცნობისთვის, 10 ივლისიდან იაპონიაში სპეციალური რეგულაცია მოქმედებს, რომლის თანახმად, იმ არენებზე, რომლებიც მინიმუმ 10 ათას ადამიანს იტევს, 5 ათასამდე ქომაგის დაშვება შეიძლება. კონკრეტულად, სუმოს ტურნირზე წესები კიდევ უფრო გამკაცრდება და დარბაზში მხოლოდ 2 500 ადამიანს შეუშვებენ, ხოლო ნოემბრის ტურნირს ფუკუოკაშის ნაცვლად ტოკიო
უმასპინძლებს. შეჯიბრება 8-დან 22 ნოემბრამდე პერიოდში გაიმართება.ტოჩინოშინი ბაშოს მეთერთმეტე მაეგაშირას რანგით შეხვდება. სუმოს საზაფხულო ტურნირი რიოგოკუ კოკუგიკანში 24 მაისიდან 7 ივნისამდე პერიოდში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, გაუქმებულად გამოცხადდა.