შეხვედრა შიდა ტურიზმის განვითარების საკითხებზე

14 ივლ 2020

შიდა ტურიზმის განვითარების საკითხებზე-საქართველოს პრეზიდენტმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ისაუბრა. უწყების ინფორმაციით, საუბარი შეეხო ქვეყანაში შიდა ტურიზმის განვითარების პოტენციალს, ტურიზმის სექტორში ჩართული კერძო ბიზნესის მხარდაჭერის შესაძლებლობებს.