კორონავირუსის ოთხივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

14 ივლ 2020

კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის  განცხადებით, 4-ვე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 13-ით გაიზარდა.

აჭარის ლაბორატორიებში ჩატარებული 561 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებული 41 პაციენტის კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.