მომდევნო 2 დღე აჭარაში უმეტესად უნალექო იქნება

14 ივლ 2020

ხვალ და ზეგ აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს სუსტი დასავლეთის ქარი, მთასა და სანაპირო კურორტებზე 23-28 გრადუსამდე დათბება.

ზღვა შედარებით დამშვიდდება და ღელვა 1-1.5 ბალი, წყლის ტემპერატურა კი 25 გრადუსი იქნება.