გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები, სახალხო დამცველს შეხვდნენ

13 ივლ 2020

"თავისუფალი სივრცისთვის" ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები, საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდნენ. ეს შეხვედრა დაახლოებით 40 წუთის წინ დასრულდა. ამ შეხვედრას ესწრებოდა, გარდაცვლილის ბიძა, ადვოკატი - მირიან ნიკოლაძე, რომელმაც აჭარის მაუწყებლის ეთერში, სატელეფონო კომენტარი გააკეთა.