ოპოზიცია თორნიკე რიჟვაძეს არჩეულ მერზე ზეწოლაში ადანაშაულებს

13 ივლ 2020

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე შვებულებაში გავიდა, მოვალეობას მოადგილე ჯაბა ტუღუში ასრულებს. გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, ტოვებს თუ არა მერი თანამდებობას, ოფიციალური უწყებები არ ადასტურებენ. ოპოზიცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მერზე ზეწოლაში ადანაშაულებს.