სპეცრეისით დღეს პოლონეთიდან საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება

13 ივლ 2020

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ დღეს მორიგ ჩარტერულ რეისს პოლონეთიდან შეასრულებს. სარეპატრიაციო რეისით, ვარშავიდან  თბილისში  საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება.
ივლისში დაგეგმილი სპეციალური რეისებია:

15 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, ბარსელონა - ქუთაისი - ბარსელონა.

17 ივლისი, ავიაკომპანია Myways Airlines, თბილისი - რომი - თბილისი.

22 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, პარიზი -ქუთაისი - პარიზი (ბოვე) - ქუთაისი.

28 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, ათენი - ქუთაისი - ათენი.