ხვალ და ზეგ სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელია ძლიერი წვიმა

12 ივლ 2020

13 და 14 ივლისს, სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელია წვიმა, ღამისა და დილის საათებში თქეშის სახით, პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ტემპერატურა +22, +24 გრადუსამდე დაიკლებს, ზღვაზე ღელვა 3 ბალი იქნება , საზღვაო ტრანსპორტისთვის ხილვადობა შეიზღუდება.

გაფრთხილება - მოკლე დროში მოსული უხვი ნალექის დროს, შესაძლოა განვითარდეს ყველა ის ნეგატიური პროცესი, რაც ძლიერ წვიმას ახლავს თან